weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენთვის მთავარი კვლევა არჩევნებია – პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის კვლევაზე

18:54 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

„ჩვენ ყველაზე რელევანტური და ლეგიტიმური კვლევა გქვონდა სულ რაღაც ორი თვის წინ, როდესაც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლეს კვლევასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკური წონა არჩევნებზე დაფიქსირდა.

„ჩვენთვის მთავარი კვლევაა არჩევნები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს არჩევნები სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო. ასე რომ, ჩვენ გვესმის როგორც ჩვენი მოსახლეობის წუხილები და ის გამოწვევები, რაც სახელმწიფოს აქვს, ასევე ვაცნობიერებთ იმ ლეგიტიმაციას, რომელიც გააჩნია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და რომელიც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში ორ არჩევნებზე. სხვა პარტიებთან შედარებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

NDI-ის დაკვეთით დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 24%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს, 8% კი სხვა პარტიებს. გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა, ხოლო პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 46% აფასებს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი კანონებს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]